უკრაინის სახალხო დეპუტატი იური დერევიანკო პროკურატურაში დაკითხვაზე გამოიძახეს. „ახალი ძალების მოძრაობის“ აქტივისტს გადასახადების დამალვის ბრალდებას უყენებენ. გენერალურ პროკურატურაში ის 13 ნოემბერს უნდა მივიდეს. დერევიანკო ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრია და უმაღლესი რადის წინ მიმდინარე აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე.