ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ აღიარა, რომ ახალგაზრდობაში ჩხუბის დროს ადამიანი მოკლა. ამის შესახებ მან ვიეტნამში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე განაცხადა. მოგვიანებით დუტერტეს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტმა იხუმრა. ასეთივე ხუმრობით ფილიპინების ლიდერმა 2015 წელს მსოფლიო შოკში ჩააგდო.