ეგვიპტეში ტერაქტის შედეგად დაღუპულტა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სინას ნახევარკუნძულზე მომხდარ თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 2 სამხედრო ოფიცერი და 8 სამოქალაქო პირია. თავდასხმა სამხედრო მანქანების კოლონაზე ელ-ხოსნა-ბაღდადის მაგისტრალზე განხორციელდა.