თბილისის მერი დავით ნარმანია ყოფილ პრემიერ-მინისტრებს, მთავრობას, საკრებულოს, მერიის თანამშრომლებს, დონორ ორგანიზაციებს, თანამოქალაქეებს და მედიას მადლობას უხდის.
"ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, სწორედ მან წარმადგინა დედაქალაქის მერად და გამომიცხადა ის უდიდესი ნდობა, რამაც მე ძალიან დიდი ენერგია მომცა; მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის მმართველობის დროსაც მე ძალიან აქტიურად ვმუშაობდი, ასევე გიორგი კვირიკაშვილს, რომელთანაც ასევე ძალიან მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა მქონდა და მისი დიდი გვერდში დგომა მახსოვს. მადლობა მას ასევე დღეს აქ მობრძანებისთვის", - განაცხადა ნარმანიამ სამწლიანი საქმიანობის შეჯამებისას.
დავით ნარმანიამ ასევე დიდი მადლობა გადაუხადა მთავრობის წევრებს და მთავრობის ადმინისტრაციას, დედაქალაქის საკრებულოს და მის თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს.
მან ასევე მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს და თბილისის მერიის თანამშრომლებს, მედიას.
"ეს ის იშვიათი გამონაკლისი შემთხვევაა, როცა ამბობენ ხოლმე და მეც განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვთქვა მედიის წრომადგენლების მიმართ. იყო ცალკეული შემთხვევები, როცა გული მწყდებოდა, რადგან კრიტიკა იყო დაუმსახურებელი, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან კარგ ფორმაში გვამყოფებდა",- დასძინა დავით ნარმანიამ.