სექსუალურ შევწროებაში ამერიკელ კომიკოს ლუი სი ქეისაც ადანაშაულებენ. ბრალდებას მას ხუთი ქალი უყენებს. ორი დაზარალებული აცხადებს, რომ 2002 წელს კომედიური ფესტივალის შემდეგ კომიკოსმა ისინი საკუთარ ნომერში მიიწვია და საკუთარი გენიტალიის ჩვენება შესთავაზა. ანალოგიურ ბრალდებას ლუი სი ქეის სხვა დაზარალებულებიც უყენებენ. სექსუალური სკანდალის გამო კომპანია HBO-მ კომიკოსთან თანამშრომლობა შეწყვიტა. გადაიდო მისი ფილმის პრემიერაც, რომელიც პარიზში უნდა გამართულიყო.