საფრანგეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთს სტუმრობს. ემანუელ მაკრონი ქვეყნის პირველ პირებს შეხვდა. მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარებაზე, ირანის ბირთვულ პროგრამასა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე იმსჯელეს. საფრანგეთის ლიდერის ვიზიტი საუდის არაბეთში მასშტაბური ანტიკორუფციული კამპანიის ფონზე შედგა. კორუფციის ბრალდებით ქვეყანაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 60-ზე მეტი პრინცი, მინისტრი და მაღალჩინოსანი დააპატიმრეს.