ინდოეთის დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი უმნიშვნელოდ შემცირდა, თუმცა ამ დრომდე კრიტიკულად მაღალია. ამის შესახებ ინდოეთის ტროპიკული მეტეოროლოგიის ინსტიტუტი იტყობინება. დაბინძურების მაჩვენებელმა კრიტიკულ ზღვარს 2 დღის წინ მიაღწია, რის გამოც სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა და ღია ცის ქვეშ აქტივობები შეიზღუდა. ხელისუფლებამ დედაქალაქის მცხოვრებლებს დროებით სახლებში დარჩენის რეკომენდაცია მისცა.