ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე მაიკ ტაისონი ჩილეში არ შეუშვეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იტყობინება. 2007 წელს ტაისონს ნარკოტიკების შენახვისა და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვისთვის 24-საათიანი პატიმრობა და 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა მიუსაჯეს. უცხოელების შესახებ კანონის თანახმად კი ჩილეს უფლება აქვს ქვეყანაში შესვლა აუკრძალოს იმ ადამიანებს, ვინც მსგავსი სახის დარღვევების გამო სამშობლოში არიან გასამართლებულნი.