ისრაელის პრემიერ-მინისტრი პოლიციამ დაკითხა. ბენიამინ ნეთანიაჰუ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი. საქმე ეხება საგამომცემლო სახლ „ედიოტ ახრონოტს,“ რომელსაც ნეთანიაჰუს მთავრობის საქმიანობა პოზიტიურად უნდა გაეშუქებინა, სანაცვლოდ კი მთავრობას „ედიოტ ახრონოტის“ მთავარი კონკურენტის, „ისრაელ ხაიომის“ საქმიანობა უნდა შეეზრუდა. როგორც ბრალდების მხარე ირწმუნება, ნეთანიაჰუ სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან ძვირადღირებულ საჩუქრებსაც იღებდა. ისრაელის პრემიერი კორუფციის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.