თურქმა სამართალდამცველებმა დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით სტამბოლში 80-მდე ეჭვმიტანილი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებიც ერაყსა და სირიაში გადასვლას გეგმავდნენ. დაკავებულთა ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.