სტივენ სიგალი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. განცხადება პოპულარული ამერიკელი ტელეწამყვანის, ელენ დეჯენერესის მეუღლემ გააკეთა.
პორშა დე როსიმ კომენტარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. როსის თქმით, შემთხვევა ერთ-ერთი ფილმის სინჯებისას მოხდა. პორშა დე როსი ამბობს, რომ ოფისში საქმიანი შეხვედრისას სტივენ სიგალმა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება სცადა.
სიგალის მოულოდნელი შეთავაზების შემდეგ პორშა დე როსიმ ოტახი დატოვა და მომხდარის შესახებ მის აგენტს აცნობა.