რუსეთის ქალაქ იჟევსკში ცხრასართულიანი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. არიან დაშავებულებიც. კატასტროფის მიზეზი აფეთქება გახდა, რაც გაზის გაჟონვით იყო გამოწვეული.