ვაშინგტონი უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. განცხადება თეთრი სახლში გაკეთდა. პრეს-სამსახურს განმარტებების გაკეთება მედიაში გავრცელებული ცნობების გამო მოუხდა. მათი თქმით, რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების შესახებ ინფორმაცია გუშინ „ვოლ სთრით ჯორნალმა“ გამოაქვეყნა.