შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ნატოს საზღვართან ახლოს ფრთოსანი რაკეტების განთავსებით რუსეთმა საშუალო მანძილის ბირთვული ძალების შესახებ შეთანხმება დაარღვია.
"მოსკოვი რამდენიმე წელია, შეთანხმებას არღვევს. ჩვენი ამოცანაა, რუსეთმა ვალდებულებები დაიცვას,"- ეს განცხადება პენტაგონის ხელმძღვანელმა ბრიუსელში გააკეთა.
ჯეიმს მეტისის თქმით, ნატოს თავდაცვის მინისტრები ფიქრობენ, როგორ აიძულონ რუსეთი, შეასრულოს შეიარაღების კონტროლის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება.