ოზურგეთში, ორი დღის წინ გაუჩინარებული გიორგი როყვა მისი გატაცების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს უარყოფს.
გიორგი როყვამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ბოლო ორი დღის განმავლობაში მეგობრებთან ერთად, ქალაქგარეთ იმყოფებოდა.
მისივე თქმით, ის პარტია ”ევროპულ საქართველოს” წარმოადგენს და ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კოტე შარაშენიძის შტაბთან შემხებლობაში არ არის.
"ქალაქგარეთ ვიყავი გასული მეგობრებთან ერთად. გავრცელებული ინფორმაცია გატაცებასთან დაკავშირებით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შველა არავისგან და არაფრისგან მჭირდებოდა. მე არჩევნებზე კენჭს ვიყრიდი ”ევროპული საქართველოდან”, ასე რომ, არც ერთი სხვა პარტიის წარმომადგენელი არ გახლავართ”, - განაცხადა გიორგი როყვამ.
ცნობისთვის, დღეს სამართალდამცავებმა ოზურგეთში ორი დღის წინ გაუჩინარებული გიორგი როყვა იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, როყვას დაზიანებები არ აღენიშნება და მის ჯანმრთელობასაც არანაირი საფრთხე არ ემუქრება.