მორიგი ტერორისტული აქტი პაკისტანში. ბელუჯისტანის პროვინციაში მომხდარ აფეთქებას 3 სამართალდამცველი ემსხვერპლა, 6 კი დაიჭრა. დაღუპულთა შორის ერთი პოლიციის ოფიცერია. აფეთქება ქალაქ კვეტაში მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა სავარაუდოდ დისტანციური მართვის სისტემით აამოქმედეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა "თალიბანის" დაჯგუფებამ აიღო.