რუსეთის ქალაქ იჟევსკში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. შენობის ნანგრევებში მაშველებმა 2 ცხედარი აღმოაჩინეს. არიან დაშავებულებიც. ნანგრევებში შესაძლოა კიდევ რამდენიმე ადამიანი რჩებოდეს. წინასწარი ვერსიით, შენობის ჩამონგრევა კორპუსში მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.