ცნობილი მსახიობი არმენ ჯიგარხანიანი ცოლს შორდება. ხმაურიანი ოჯახური სკანდალების შემდეგ მსახიობმა ვიტალინა ციმბალიუკ-რომანოვსკაიასთან განქორწინება გადაწყვიტა. როგორც ჯიგარხანიანი აცხადებს, ახალგაზრდა ცოლმა მას „ბევრი ტკივილი მიაყენა და თანაცხოვრება შეუძლებელია.“ სასამართლო პროცესი 27 ნოემბრისთვის არის ჩანიშნული.