რეჟისორი რიდლი სკოტი თავისი ახალი ფილმიდან კევინ სპეისის მონაწილეობით ფრაგმენტების ამოღებას აპირებს.
ფილმ „მსოფლიოს ყველა ფულზე“ მუშაობა უკვე დასრულებულია და მისი პრემიერა 22 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი, თუმცა სცენებში, რომლებშიც სპეისი მონაწილეობს, სავარაუდოდ მას სხვა მსახიობი ჩაანაცვლებს.
ამის მიზეზი სექსუალური შევიწროვების ბრალდება გახდა, რომელიც კევინ სპეისს ორმა მსახიობმა წაუყენა.