ჩარლი შინი სექსუალურ სკანდალში გაეხვა. მას მსახიობ კორი ჰეიმის გაუპატიურებაში ედება ბრალი. ბრალდება შინს ჰეიმის მეგობარმა დომინიკ ბრაშიამ წაუყენა. მისი მტკიცებით, შინმა ჰეიმზე ძალა 1986 წელს იხმარა, როდესაც მსახიობი 13 წლის იყო. მბრალმდებელი ირწმუნება, რომ სექსუალურ ძალადობას ადგილი ფილმ „ლუკასის“ გადაღებების დროს ჰქონდა. ჩარლი შინი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.