ვინსენტ ვან გოგის ცნობილ ტილოზე „ზეთისხილის ხეები“ კალიის ფრაგმენტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ გამოცემა ტელეგრაფი იტყობინება. 128 წლის წინ შესრულებულ ნახატზე რესტავრატორებმა კალიის ფრაგმენტები საღებავში იპოვეს. ტილოს ვან გოგი ღია ცის ქვეშ ხატავდა, რა დროსაც სავარაუდოდ საღებავში კალია ჩაუვარდა.