ინდოეთში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. დელიში მტვრის ბურუსი დგას. ადგილობრივი ხელისუფლება დედაქალაქის მცხოვრებლებს სახლიდან გამოსვლისგან თავის შეკავებას ურჩევს. დროებით შეწყდა სასწავლო პროცესიც. შეიზღუდა ღონისძიებებიც, რომელიც ღია ცის ქვეშ ტარდება. შეფერხებით მუშაობს ინდირა განდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიც.