ვიეტნამში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 18 ადამიანი. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 69 გარდაცვლილისა და 30-მდე დაკარგულის შესახებ. ტაიფუნი "დამრი" ვიეტნამს გასულ კვირას დაატყდა თავს. სტიქიის შედეგად ასობით საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.