ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დეკლარაცია უკანონოდ ცნო. ამის შესახებ ესპანური მედია იტყობინება.
მადრიდთან მოლაპარაკებებს არანაირი აზრი არ აქვს. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე კატალონიის ყოფილმა ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა განაცხადა. „მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, რადგანაც ესპანეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გზით პრობლემის გადაჭრა პრაქტიკულად შეუძლებელია,“-აღნიშნა პუჩდემონმა.
კატალონიამ დამოუკიდებლობის დეკლარაცია 27 ოქტომბერს მიიღო, რის შემდეგაც მადრიდმა რეგიონს ავტონომიის სტატუსი შეუჩერა.