მადრიდთან მოლაპარაკებებს არანაირი აზრი არ აქვს. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე კატალონიის ყოფილმა ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა განაცხადა. „მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, რადგანაც ესპანეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გზით პრობლემის გადაჭრა პრაქტიკულად შეუძლებელია,“-აღნიშნა პუჩდემონმა. კატალონიამ დამოუკიდებლობის დეკლარაცია 27 ოქტომბერს მიიღო, რის შემდეგაც მადრიდმა რეგიონს ავტონომიის სტატუსი შეუჩერა.