მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე არ გაემგზავრება.
როგორც იგორ დოდონი აცხადებს, მას არ სურს, როდესაც მოლდოვის მოქალაქეებს არჩევანის გაკეთებას დასავლეთსა და რუსეთს შორის სთავაზობენ.
მისივე თქმით ასეთ ვითარებაში მოქალაქეები "გეოპოლიტიკური თამაშებში საზარბაზნე ხორცს წარმოადგენენ“.
“დონბასის კონფლიქტით დაზარალებულ უკრაინასთან ერთად ერთ კალათში მოხვედრის პერსპექტივა საერთოდ არ მახარებს. ამიტომ მე ბრიუსელში არ გავემგზავრები“ - ამბობს დოდონი.
ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი 24 ნოემბერს უნდა გაიმართოს.