ევროკავშირში კატალონიის მუდმივ წარმომადგენელს, ამადეუ ალტაფაჯს უფლებამოსილება გაუუქმდა. ის იმ 140 კატალონიელ მაღალჩინოსანთა სიაში აღმოჩნდა, რომლებიც დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების შემდეგ მადრიდმა სამსახურიდან დაითხოვა. დამოუკიდებლობა კატალონიამ 27 ოქტომბერს გამოაცხადა.