უძლიერესმა ქარიშხალმა ცენტრალურ ევროპაში 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. განსაკუთრებით რთული ვითარება გერმანიაშია. ბერლინში ორი ადამიანი დაიღუპა. მათგან ერთი ტურისტია. სტიქია მძვინვარებს ჰამბურგშიც, სადაც მდინარე ელბას ადიდებამ წყალდიდობა გამოიწვია.
სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან ავსტრიაშიც. უამინდობამ სარკინიგზო მიმოსვლის შეფერხება გამოიწვია. გადადებულია ასობით ავიარეისი.
ქარიშხალია ჩეხეთშიც, სადაც ქარის სიჩქარე საათში 180 კილომეტრს აღწევს. ქარმა ხეები ძირფესვიანად მოგლიჯა. ქალაქ მოსტში ასობით ადანიანი ელექტრომომარაგების გარეშეა დარჩენილი. უამინდობაა პოლონეთშიც.