ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტის, მასუდ ბარზანის გადადგომას ერბილში არეულობა მოჰყვა. ბარზანის მხარდამჭერებმა პარლამენტზე იერიშის მიტანა გადაწყვიტეს, თუმცა ისინი პოლიციამ შეაჩერა. არსებული ინფორმაციით, იყო სროლაც, თუმცა სხვა დეტალები უცნობია. ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტმა მამასუდ ბარზანიმ თანამდებობა გუშინ დატოვა. ბარზანი პოსტს 2005 წლიდან იკავებდა. გადაწყვეტილება ბარზანიმ ერაყის ქურთისტანში დამოუკიდებლობის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმიდან ერთი თვის შემდეგ მიიღო.