იტალიაში, რომის გარეუბან ოსტიაში ქართველი მამაკაცი მეუღლის ცემის ფაქტზე დააკავეს.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი იტალიურ მედიაზე დაყრდნობით იტყობობინება, დაკავებულია 39 წლის წარმოშობით ქართველი მამაკაცი, რომელმაც მძიმე ფიზიკური დაზიანება მიაყენა მეუღლეს. ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, მას გულმკერდის არეში აღენიშნება დაზიანებები.
არსებული ინფორმაციით, პოლიციელები ადგილზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც საგანგებო სიტუაციების სამსახურში 13 წლის მოზარდმა დარეკა. მან სამართალდამცავებს შეატყობინა, რომ მისი მშობლები ჩხუბობენ და ის მათ გაშველებას ცდილობს.
39 წლის მამაკაცი რეჯინას სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.