კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობის გამოცხადების დეკლარაციას ფარული კენჭისყრით, 72 ხმით, 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. ოპოზიციურმა პარტიებმა კენჭისყრამდე პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვეს.
დღეს ესპანეთის სენატი სრული შემადგენლობით შეიკრიბა და მთავრობის მიერ კატალონიის კრიზისის გადასაჭრელად შეთავაზებულ ზომებს განიხილავს.
მანამდე, ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებას იწყებს, რომელიც აქამდე არასდროს გამოყენებულა. აღნიშნული მუხლი ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას ავტონომიის შეზღუდვის საშუალებას აძლევს.