საუდის არაბეთში, მსოფლიოში პირველად, რობოტს მოქალაქეობა მიენიჭა. ერ-რიადში გამართულ ფორუმზე Future Investment Initiative რობოტმა სოფიამ ამისთვის მადლობა მოიხადა.
„მადლობას ვუხდი საუდის არაბეთის სამეფოს ამ ისტორიული მომენტისთვის, ვიყო პირველი რობოტი მსოფლიოში, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო“, - აღნიშნა სოფიამ, როდესაც ფორუმის სცენაზე მისთვის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გამოაცხადეს.
თავის განცხადებადში სოფიამ აღნიშნა, რომ სურს ადამიანებს დაეხმაროს. „მინდა გამოვიყენო ჩემი ხელოვნური ინტელექტი, რათა დავეხმარო ადამიანებს, შეცვალონ თავიანთი ცხოვრება, მაგალითად შექმნან ინტელექტუალური სახლების დიზაინი, ააშენონ მომავლის უკეთესი ქალაქები.
ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მსოფლიო უკეთესი გახდეს“, - თქვა სოფიამ.
სოფია ჰონკონგურმა კომპანია Hanson Robotics-მა შექმნა.