ყაზახეთი ლათინურ ანბანზე გადავა. შესაბამის განკარგულებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა მოაწერა. ნულსულთან ნაზარბაევის განკარგულებით, მთავრობაში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც 2025 წლისთვის ლათინურ ალფავიტზე გადასვლას უზრუნველყოფს. დღემდე ყაზახეთში ოფიციალურ ალფავიტად რუსულ კირილიცას იყენებდნენ.