ბელორუსის ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩასვლაზე თავის შეკავება ურჩია.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ნალბანდოვის თქმით, რუსეთის მხრიდან მინსკზე დიდი ზეწოლის მიუხედავად ბელორუსიის ხელისუფლება აღნიშნული გადაწყვეტილება მაინც მიიღო.
ამასთან, ქართველი დიპლომატის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.
ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში საკუთარ მოქალაქეებს გადასვლისგან თავის შეკავება კიევში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ურჩია.
მასალის გამოყენების პირობები