რუსეთსა და ნატოს შორის კვლავ პრინციპული უთანხმოებაა. ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა. იენს სტოლტენბერგის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარების გამო, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და რუსეთს შორის კვლავ პრინციპული უთანხმოებაა. სტოლტენბერგმა განცხადება რუსეთის სამხედრო სწავლება „დასავლეთი 2017 „-ზეც გააკეთა. ალიანსის ლიდერის თქმით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი სამხედრო წვრთნების შესახებ ზუსტ და სწორ ინფორმაციას არ წარმოადგენს, ინციდენტების რისკი გაიზრდება. ყველა სახელმწიფოს აქვს სამხედრო სწავლების ჩატარების უფლება, თუმცა ეს გამჭირვალედ უნდა ხდებოდეს,"- განაცხადა სტოლტენბერგმა.