საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საუზმეზე "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს თინა ხიდაშელს, "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას და "სამართლიანი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს პეტრე მამრაძეს უმასპინძლა.
ოპოზიციის წევრებმა ბერნარ კუშნერს მიაწოდეს ინფორმაციები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ასევე საუბარი შეეხეო სარკოზი-მდევედევის 12 აგვისტოს შეთანხმებას.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს გუშინ ეწვია. არაფორმალური შეხვედრა მან ქვეყნის პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან უკვე გამართა.