2017 წლის 4 აპრილს ჰან შეიხუნში განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმაზე პასუხისმგებელი სირიის მთავრობაა. შესაბამისი დასკვნა გაერომ წარმოადგინა. ექსპერტების განცხადებით, თავდასხმისას გამოყენებული იყო მომწამვლელი გაზი ზარინი, რომელიც ნერვულ სისტემაზე ფატალურად მოქმედებს. ქიმიური თავდასხმის შედეგად დაიღუპა 80 ადამიანი.