16-17 ივლისს, ალმა-ატაში ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება. ქართულ დელაგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე უხელმძღვანელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეუთო-ს წევრ-სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებისა და მოწვეული სტუმრების მსჯელობის საგანი იქნება კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხები, უსაფრთხოების თვალსაზრისით ევროპაში არსებული გამოწვევები, უსაფრთხოების დიალოგის გაფართოების გზები და წლის ბოლოს დაგეგმილი ეუთო-ს სამიტის მიზნები და ამოცანები.
მინისტრთა არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები მის კოლეგებთან.
მასალის გამოყენების პირობები