კატალონიის ლიდერმა დღეისთვის დაგეგმილი გამოსვლა გააუქმა, რომელზეც მას სავარაუდოდ პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ უნდა გაეკეთებინა განცხადება. კარლეს პუჩდემონი ჟენერალიტეტში სიტყვით გამოსვლას 13.30-ზე გეგმავდა, შემდეგ გამოსვლა ერთი საათით გადაიდო, საბოლოოდ კი გაუქმდა.