ჩეჩნეთის ლიდერი კიევში მომხდარ აფეტქებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. საგანგებო განცხადება რამზან კადიროვმა შსს კოლეგიის სხდომაზე გააკეთა.
„უკრაინაში ამბობენ, რომ დეპუტატ მოსიიჩუკზე თავდასხმაში ჩეჩნეთის რესპუბლიკაა ჩართული, რომ თავდასხმის უკან მე ვდგავარ. მე კი 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ აფეთქება თვითონ მოაწყვეს,“-აღნიშნა კადიროვმა.
აფეთქება კიევის ცენტრში ტელეკომპანია ესპრესოსთან გუშინ საღამოს მოხდა. ტერაქტს 2 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა. სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა იგორ მოსიიჩუკმა.