უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უმდიდრეს უკრაინელთა ხუთეულში შეიყვანეს. მილიარდერთა სია საინვესტიციო კომპანია Dragon Capital-მა გამოაქვეყნა. პირველ ადგილს რეიტინგში 6,9 მილიარდი დოლარით რინატ ახმატოვი იკავებს, მეორე ადგილზე ვიქტორ პინჩუკია, მესამე პოზიციაზე კონსტანტინ ჟევაგოა, მეოთხე და მეხუთე პოზიციებს კი ვლადიმერ ნოვინსკი და პეტრო პოროშენკო იკავებენ.