შვეიცარიელ წყვილს ინდოეთში სასტიკად გაუსწორდნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც წყვილმა ადგილობრივებთან სელფის გადაღება მოითხოვა. ტურისტებს ოთხმა მამაკაცმა ჯოხებით სცემა. მამაკაცს თავის ქალა აქვს დაზიანებული, ახალგაზრდა ქალს კი ხელი მოტეხეს. პოლიციამ ერთი მოძალადე უკვე დააკავა.