ცნობილი ჰილივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი გაუპატიურებაში კიდევ ერთმა მსახიობმა დაადანაშაულა. ნორვეგიელმა მსახიობმა და მოდელმა ნატაშა მალტემ განაცხადა, რომ 2008 წელს, BAFTA-ს დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ვაინშტეინი მის სასტუმრო ნომერში შევიდა და მასზე იძალადა.
" თვალები დავხუჭე და მინდოდა, რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო ეს ყველაფერი. თითქოს მკვდარი ვიყავი,"- განაცხადა მსახიობმა.
ვაინშტეინს სექსუალური ძალადობისა და შევიწროვების ბრალდებას 50-ზე მეტი ქალი უყენებს.