ერაყის ქურთისტანის მიერ 25 სექტემბერს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების გადადება საკმარისი არ არის. ამის შესასხებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. მისივე თქმით, ქურთისტანის ავტონომიის ხელმძღვანელობამ რეფერენდუმის შედეგები საერთოდ უნდა გააუქმოს.
„ბარზანიმ ერთი ნაბიჯი უკან გადადგა, თუმცა პროცესის გაყინვა საკმარისი არ არის. რეფერენდუმის შედეგები საერთოდ უნდა გაუქმდეს,“-აღნიშნა ჩავუშოღლუმ.
ე.წ. „დამოუკიდებლობის რეფერენდუმი“ ქურთებმა 25 სექტემბერს ჩაატარეს. ელექტორატის 90 პროცენტზე მეტმა ხმა რეგიონის დამოუკიდებლობას მისცა. პლებისციტის შედეგებს არც ბაღდადი და არც ანკარა აღიარებს.