დღეს, 15 ივლისს, ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის დაგეგმვა-მშენებლობისთვის გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში, განაცახდების მიღება სრულდება.
კონსულტანტმა უნდა განახორციელოს საქართველოში ნავთობის გადამამუშავებელი კომპლექსის მშენებლობისათვის ტექნიკური და ეკონომიკური შესაძლებლობის შესწავლა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო ფინანსური დაწესებულებების ფინანსირების მოთხოვნებს.
კერძოდ, ბაზრის ანალიზს, მომარაგების საშუალებების დადგენას, წარმოებული ნავთობპროდუქტების მოცულობის დადგენას, სარგებლისა და დანახარჯების შეფასებას, ალტერნატიული გადაწყვეტილებების ანალიზს, რისკების ანალიზს, ბიზნეს გეგმისა და ფინანსური მოდელის შემუშავებას, პროექტთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურისა და მომსახურებების შეფასებას, კონცეპტუალურ დაგეგმარებას.
კონსულტანტის მიერ მომზადებული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება სრულად უნდა გადმოცემდეს პროექტის შესაძლო გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, აღწერდეს არსებულ საკანონმდებლო შეზღუდვებსა და რეგულაციებს და მოიცავდეს საკმარის ინფორმაციას სატენდერო დოკუმენტაციის ჩამოსაყალიბებლად შემდგომი დეტალური დაპროექტებისა და მშენებლობისათვის. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, ამჟამად, საქართველოში ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა არ მუშაობს, შესაბამისად, ქვეყანა მთლიანად იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებზეა დამოკიდებული.
მზარდი მოთხოვნა ნავთობ პროდუქტებზე ადგილობრივ და რეგიონალურ ბაზარზე ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად ნავთობის გადამამუშავებელი კომპლექსის არსებობისთვის ქმნის საფუძველს.