კენიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დაპირისპირების ფონზე ტარდება. ადგილობრივმა ოპოზიციამ საარჩევნო უბნების ბლოკირება გადაწყვიტა, რის გამოც კენიელმა პოლიციელებმა ოპოზიციის მხარდამჭერების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. კენიაში საპრეზიდენტო არჩევნები 8 აგვისტოს გაიმართა. გამარჯვება ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა უჰურუ კენიატამ მოიპოვა, თუმცა 1 სექტემბერს სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა.