უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ კიევში მომხდარი აფეთქების უკან ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და რუსული სპეცსამსახურები იდგნენ. ამის შესახებ უწყების მრჩეველებმა ანტონ გერაშენკომ და ივან ვარჩენკომ განაცხადეს. მათივე თქმით, გამოძიება კიდევ რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, პირად ანგარიშსწორებასა და ფინანსურ გარჩევებზეც. მოსკოვი ტერაქტთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. აფეთქება კიევის ცენტრში ტელეკომპანია ესპრესოსთან გვიან საღამოს მოხდა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა. სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო დეპუტატმა იგორ მოსიიჩუკმა. მის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.