სტამბულის სასამართლომ ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით ამნესტი ინტერნეიშენალის 8 აქტივისტი გაათავისუფლა. უფლებადამცველებს ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედებათ. ამ ბრალდებით ორგანიზაციის 11 წევრი დააკავეს. მათგან 8 დაპატიმტებული იყო. თურქეთის პროკურატურა ბრალდებულებისთვის სასჯელის სახით 5-დან 15 წლამდე პატიმრობას ითხოვს.