კიევის პროკურატურამ ქალაქის ცენტრში აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. უკრაინის დედაქალაქში მოტოციკლის აფეთქების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა. მათ შორის, უკრაინელი დეპუტატი იგორ მოსიიჩუკი.დაჭრილია დეპუტატის დაცვის წევრიც, რომელიც საავადმყოფოში იმყოფება. ჩამსხვრეულია ახლომდებარე სახლების ფანჯრები და დაზიანებულია ავტომობილები. კიევში აფეთქების დეტალებს უსაფრთხოების სამსახური იძიებს.