ავსტრიის პოლიციამ ინტერპოლის მოთხოვნით პაკისტანის მოქალაქე დააკავა, რომელიც 70-მდე ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული. 35 წლის პაკისტანელი ავსტრიის ტერიტორიაზე არალეგალურად ცდილობდა შეღწევას. დაკავებისას მან მიგრანტთა ჯგუფში შერევა სცადა, რაც არ გამოუვიდა. ავსტრიის ხელისუფლება დაკავებულის პაკისტანში ექსტრადიციის საკითხს განიხილავს.